14 თებერვალი, 2021

სამაგალითო დოდო აბაშიძე

მსახიობ დოდო აბაშიძეზე მისი მეგობრები, ოჯახის წევრები თუ რიგითი გულშემატკივრები სხვადასხვა ისტორიებს ყვებიან, რაც მათთვის განსაკუთრებით ძვირფასია.

ლევან ადეიშვილმა კი ხელოვანთან დაკავშირებით ასეთი ისტორია გაიხსენა:

“რაც მე მეგობრიდან ვიცი!

ჩემი ბათუმელი მეგობარი ყიფშიძეზე მაცხოვრებელმა გაუთხოვარმა მამიდამ ბოლო კლასებში წამოიყვანა და აქ დაამთავრებინა სკოლა და აქ ჩააბარა უმაღლესში.

მაშინ ჩაწერის პრაქტიკა იყო და იურდიულად კოოპერატივების და კერძო სახლების გარდა ყველა ბინა სახელმწიფოს იყო.

ვერ მოასწრო ჩაწერა ძმიშვილის და უცებ გარდაიცვალა მამიდა.

სახელმწიფომ მესაკუთრემ ეს ბინა დოდო აბაშიძის ოჯახს მისცა.

ავად იყო უკვე დოდო.

ვერაფერი ვერ გააწყო ჩემა მეგობარმა – სახლმართველობა რაიკომებში ისევ დოდოსთან მისვლა რომ ურჩიეს, დაუჯერა და მივიდა!

მოუყვა ამბავი და დოდოს უპასუხია, წადი, შვილო, სახლში და არ ინერვიულოო.

მოკლედ, ერთ კვირაში ჩაწერეს ბინაში ჩემი მეგობარი და დღესაც მისია ეს ოროთახიანი.

ავადმყოფი იყო დოდო მაშინ, მაგრამ მის გულს ვერაფერი მოერია!

გაცხონოს თქმა არაადექვატურია, რადგან თუ ვინმე ცხონდება იქაც, დოდო იქნება აუცილებლად!”