19 თებერვალი, 2021

ნუგზარ შარიას იუბილე ბროდვეიზე აღინიშნება

ქართველი მსახიობის ნუგზარ შარიას იუბილე ამერიკაში ბროდვეიზე აღინიშნება.

80 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიების შესახებ ინფორმაცია მსახიობის შვილმა ზურა შარიამ გაავრცელა:

“დღეს, 19 თებერვალს, ნიუ-იორკში, ბროდვეიზე, ჯოზეფინ ლევინის თეატრში აღნიშნავენ ნუგზარ შარიას 80 წლის იუბილეს, რაც ერთი კვირის წინ შეგვატყობინა თეატრის დირექტორმა, ტედ მენმა!

მამამ უპასუხა:

ნიუ-იორკში თეატრს მივწერე მადლობა და ავუხსენი, რომ 19 თებერვალს ვერ ვიქნები, რაზეც მიპასუხეს, რომ მაინც უჩემოდ აღნიშნავენ!

P.S. ამავე თეატრში, 75 წლის იუბილეს აღნიშვნაზე, სტივენ სპილბერგმა თავის მისალოც გამოსვლაში აღნიშნა, რომ ნუგზარ შარია უდავოდ მოიაზრება ბროდვეის ხელოვანთა 20 -ულშიო.“