10 თებერვალი, 2021

ნეკა სებისკვერაძე გაქურდეს

მომღერალი ნეკა სებისკვერაძე გაქურდეს. შემთხვევა მის აგარაკზე, წყნეთში მოხდა:

“რამდენიმე დღის წინ ჩემი აგარაკი გაქურდული დამხვდა. ვისაც ეს გამოცდილი გაქვთ, გეცოდინებათ, რამხელა სტრესიცაა. წარმოუდგენლად სწრაფად შეძლო პოლიციამ საქმის გახსნა და მოპარული ნივთების აღმოჩენა.

დიდი მადლობა წყნეთის პოლიციის თანამშრომლებს თავდაუზოგავი და ოპერატიული შრომისათვის, გამიმართლა, რომ საქმე ასეთი პროფესიონალების ხელში მოხვდა. განსაკუთრებული მადლობა წყნეთის პოლიციის ხელმძღვანელს მალხაზ გოგიაშვილს, მისი გუნდი სამაგალითო აღმოჩნდა!”