მორის ფოცხიშვილის ანდერძი თბილისელებს

მორის ფოცხიშვილის ანდერძი თბილისელებსპოეტი მორის ფოცხიშვილი ჯერ კიდევ წინა საუკუნეში თითოეულ თბილისელს მიმართავდა, რომ ხე დაერგო. ხეების დარგვა ბეტონის ჯუნგლებად ქცეულ თბილისს ახლა კიდევ უფრო მეტად სჭირდება, ამიტომ პოეტის ეს  ლექსი მის ანდერძადაც შეიძლება მივიჩნიოთ, რომელიც მეტად აქტუალურია:
“თბილისელი ხარ, შენს თბილისს
მზის სხივად გადაექარგე, –
ქორწინების წინ ხე დარგე,
შვილი გეყოლა, ხე დარგე!
ხე დარგე, როცა მოიწყენ,
როცა მოილხენ ხე დარგე, –
ლელოს გაიტან, ხე დარგე,
კარგ ლექსს რომ დასწერ, ხე დარგე!
თუ ვერ დასწერე, რა უშავს,
ნურც რას იდარდებ, მეტადრე,
ხის დარგვა ხომ შეგიძლია,
შენც ადექი და ხე დარგე!”