1 თებერვალი, 2021

მედეა ჯაფარიძის უარი თავის ნამდვილ გვარზე

ალბათ ბევრმა არც იცის, რომ კინოსა და თეატრის მშვენებამ მედეა ჯაფარიძემ თავის ნამდვილ გვარზე უარი თქვა.

მედეა ჯაფარიძე სინამდვილეში გვარად მაჭავარიანი იყო, ჯაფარიძე კი მისი დედის გვარია. მიზეზი, რის გამოც მსახიობმა დედის გვარზე გადასვლა ამჯობინა, მამის ვალერიან მაჭავარიანის მენშევიკობა გახლდათ.

მედეა ჯაფარიძის მამა უცხოეთში იყო ემიგრირებული, საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ, მსახიობი იძულებული გახდა ხიფათი თავიდან აეცილებინა და იგი დედის გვარზე ოფიციალურად გადავიდა.

თუმცა თავად მსახიობი ყველგან აღნიშნავდა, რომ დედის გვარზე – ჯაფარიძეზე – მშობლის უსაზღვრო სიყვარულის გამო გადავიდა. სიმართლე კი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახდა ცნობილი. ამის შესახებ მედეა ჯაფარიძის შვილს ლაშა თაბუკაშვილსაც კი უსაუბრია.