13 თებერვალი, 2021

მარკ ტვენმა საკუთარი სიკვდილი იწინასწარმეტყველა

ალბათ ბევრისთვის დაუჯერებელია, მაგრამ მწერალმა მარკ ტვენმა საკუთარი სიკვდილი იწინასწარმეტყველა.

1909 წელს გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე მან განაცხადა:

“მე ამქვეყნად ჰალეის კომეტთან ერთად 1835 წელს მოვედი. მომავალ წელს იგი კვლავ გამოჩნდება ორბიტაზე და მასთან ერთად დავტოვებ ამ წუთისოფელს. თუ ასე არ მოხდება, ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი იმედგაცრუება იქნება.

ვფიქრობ, ღმერთი ასე იტყოდა: “აი, ეს ორი ამოუხსნელი მახინჯი – ისინი ერთად მოვიდნენ და ერთად უნდა წავიდნენ.”

სიკვდილის არ მეშინია. რადგან მილიარდი წლები მკვდარი ვიყავი – სანამ დავიბადებოდი – და ამის გამო არანაირ დისკომფორტს არ განვიცდიდი.”

მწერლის წინასწარმეტყველება ახდა – 1910 წლის 21 აპრილს ჰალეის კომეტის დედამიწასთან მოახლოების მეორე დღეს, მარკ ტვენი სტენოკარდიით გარდაიცვალა.