მაკა რაზმაძე ზურა დოიჯაშვილზე: “ახლა ვამბობ პირველად”

მაკა რაზმაძე ზურა დოიჯაშვილზე: "ახლა ვამბობ პირველად"ჟურნალისტი მაკა რაზმაძე მომღერალ ზურა დოიჯაშვილზე იხსენებს ამბავს, რომელიც მისთვის სიცოცხლის ბოლომდე დაუვიწყარი იქნება:

“ზურა წავიდა…

როცა ჩემი 18 წლის ძმა აფხაზეთიდან ჩამოასვენეს სახლში უამრავი ადამიანი ტრიალებდა, ადგილი არ იყო იმ დღეებში ჩვენთან. გადაჭედილი იყო ყველაფერი… მე არც კი გამოვდიოდი ოთახიდან ისე ვიყავი გათიშული.

მაპატიებს ყველა, მაგრამ არავინ მახსოვს ვინ მოდიოდა და ვინ მიდიოდა. უბრალოდ ვიცი, რომ ყველანი იყავით ნაცნობი თუ უცნობი და ყველასი სიკვდილამდე მადლობელი ვარ და ვიქნები…

და მახსოვს მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდი მთელი ამ პერიოდიდან. ერთ-ერთია მათ შორის ზურა დოიჯაშვილის ამბავი…

მახსოვს შემთხვევით გავიხედე იქით მხარეს და დავინახე ზურა იდგა სრულიად მარტო და ცრემლები მოსდიოდა… ჩუმად ტიროდა, ისე რომ არავის დაენახა… ჩემზე ისე იმოქმედა ამ სურათმა, რომ ცხოვრებაში აღარასდროს დამავიწყდა. ზურა ჩემთვის სამუდამოდ იმ ნამდვილი ცრემლის ბიჭად დარჩა, ჩუმად რომ გააყოლა ჩემს გიორგის.

არასდროს მითქვამს მისთვის ეს – ახლა ვამბობ პირველად, როცა მე თვითონ ვერ ვახერხებ ასევე ჩუმად გავაცილო ყველასთვის საყვარელი ადამიანი…

ასეთი იყო ზურა.”