16 თებერვალი, 2021

კახი კავსაძე საავადმყოფოშია

თეატრისა და კინოს მსახიობი კახი კავსაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ხელოვანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ფილტვების ანთებით და სუნთქვის გაძნელებით არის მოთავსებული.

კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რამდენიმე თვის წინ კორონა ვირუსის დიაგნოზით მოხვდა. მაშინ მსახიობმა დაავადება დაამარცხა და გამოჯანმრთელდა.

ჩვენ გვჯერა, რომ ყველასთვის საყვარელი კახი კავსაძე ამჯერადაც გამოჯანმრთელდება და ძალიან მალე დატოვებს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას.