26 თებერვალი, 2021

ეძღვნება თემურ წიკლაურს და ზურა დოიჯაშვილს

მომღერლებს თემურ წიკლაურს და ზურა დოიჯაშვილს მსახიობმა და მწერალმა გივი სიხარულიძემ ლექსი მიუძღვნა:

“ვუძღვნი ჩემს ძვირფას მეგობრებს, თემურ წიკლაურს და ზურა დოიჯაშვილს!

საათი ჩემი მოსისხლე მტერი

საათი ჩემი მოსისხლე მტერი
თურმე თან ჩემი მეგობარია,
როცა ჩავფიქრდი, მივხვდი, რომ იგი
მაცდურ სიკვდილთან მეომარია.
მისი წიკწიკით ამ გულს რამდენჯერ,
და თან რა ძლიერ გაუხარია,
მაგრამ რას იზამ, დროის დინებას,
ბევრის სიცოცხლე ჩაუტანია.
ჯოჯოხეთში კი ეშმაკთა ხროვას,
დიდი ნადიმი გაუმართია,
ეს კაცი ვიცით, ნაღდად ჩვენია
დიდი შფოთი და დარდიმანდია.
მაგრამ ანგელოზთ დასი უმანკო,
ფრთების ფრიალით გადაფარვია,
ეს ის კაცია, ვისი სიკვდილით
თითქმის მთელ ქალაქს დაუდარდია.
ისევ წიკწიკებს იდუმალ ხმაზე,
და არვინ იცის ვისი ჯერია,
და ვერც გაიგებს, სანამ არ წავა
მის ბედის წიგნში თუ რა წერია.
ჰადესის რაში მიქრის წამებში,
ეშმაკებს მაგრად გაუხედნია,
მაგრამ სიკვდილის გადაშლილ წიგნში,
ჯერ ხომ ვერავის ჩაუხედია,
ჩვენი ცხოვრება ამაოების
პატარ-პატარა ჩანაწერია.”