5 თებერვალი, 2021

დავით გიორგობიანის უმნიშვნელოვანესი განცხადება თემურ წიკლაურზე

მსახიობი და რეჟისორი დავით გიორგობიანი მომღერალ თემურ წიკლაურზე უმნიშვნელოვანეს განცხადებას აკეთებს:

“როდესაც გავიგე, რომ თემურ წიკლაური მიერთებული ჰყავდათ სუნთქვით აპარატზე, დავწერე, რომ პასუხს აგებდნენ, თუ მას რაიმე დაემართებოდა ანუ გარდაიცვლებოდა, ვიცით რა, რომ კოვიდიანად აღიარებული ავადმყოფები ყველანი კლინიკებში არიან გარდაცვლილნი და არცერთი სახლში. კითხვა არ გიჩნდებათ?

შემდეგ მივწერე თემურ წიკლაურის მეგობარს, თუ უნდათ, რომ თემური გადარჩეს და იცოცხლოს, სასწრაფოდ მოეხსნათ სუნთქვის აპარატიდან. გადარეკა-გადმორეკა და ეს ვერ მოახერხეს. ამიტომ აწი მის სიკვდილზეც და ყველას გარდაცვალებაზე, ვისაც სუნთქვის აპარატებიდან ჩამოხსნით მკვდრებს, პასუხი მოგეთხოვებათ ექიმებსაც და ხელისუფალთაც, ვინც “აკონტროლებს ამ საქმიანობას”!

უფალმა ნათელში ამყოფოს თემურ წიკლაურის ნატანჯი სული.

გაფრთხილდით და გამოიჩინეთ სიბრძნე, სანამ კლინიკებში თქვენი ფეხით წაეხეტებით ყოველ სიცხეზე და დაცემინებაზე. დაეტიეთ სახლში და უხმეთ საზიარებლად მღვდელს, რომ ცოდვები მოგეტევოთ და ვირუსის მაგივრად უფლის გეშინოდეთ დალოცვილნო და მონათლულნო!”