17 თებერვალი, 2021

ანა ყიფიანის ტრიუმფი კანადის საერთაშორისო კონკურსზე

პიანისტი ანა ყიფიანი კანადის საერთაშორისო კონკურსის ნამდვილი ტრიუმფატორი გახდა.

კონკურსის 200 მონაწილიდან ჯერ 20 ფინალისტში აღმოჩნდა, შემდეგ საუკეთესო ექვსეულში და საბოლოოდ 2 სპეციალური პრიზი და ლაურეატის წოდება დაიმსახურა.

ანა ყიფიანი მთელი კონკურსის მაშტაბით კლასიკური ნაწარმოების – მოცარტის საუკეთესო შემსრულებლადაც დასახელდა და მაყურებლის პრიზის მფლობელიც გახდა.