2 იანვარი, 2021

ვაჟა ფშაველას პრემია დავით წერედიანს

პოეტ დავით წერედიანს პოეტური კრებულისთვის „პარაპეტი“ გარდაცვალების შემდეგ ვაჟა-ფშაველას სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

ეს არის ვაჟა ფშაველას სახელობის პრემიის მეორედ გაცემის შემთხვევა. პრემია პირველად 2018 წელს გურამ დოჩანაშვილმა მიიღო.

ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა ლიტერატურის დარგში – პროზაში, პოეზიაში, პუბლიცისტიკაში – უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.