უძვირფასესი ჯილდო მარინა ჯანაშიას

რუსთაველის თეატრის მსახიობს მარინა ჯანაშიას ქართული თეატრის დღეს ლეგენდარული ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია მიანიჭეს.

მარინა ჯანაშიას თქმით, მისთვის უდიდესი პატივია საოცარი მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძის პრემიის მიღება.