6 იანვარი, 2021

თამარ მეფის კოშკები სვანეთში განადგურებულია

თამარ მეფის კოშკები სვანეთში, კერძოდ, უშგულში განადგურებულია. კოშკების ამსახველი ფოტო 1910 წელს ცნობილმა ფოტოგრაფმა დიმიტრი ერმაკოვმა გადაიღო.

“თამარ მეფის კოშკები – სოფელი უშგული. აღნიშნული კოშკები დანგრეულ იქნა კომუნისტური რეჟიმის მიერ და მისი ქვის მასა გამოყენებულ იქნა სასაქონლე ფერმების ასაშენებლად.
დღეს ამ კოშკებიდან მხოლოდ ერთია სრულყოფილი სახით შემორჩენილი…

ფოტო გადაღებულია 1910 წელს ცნობილი ფოტოგრაფის დიმიტრი ერმაკოვის მიერ.

იმედს ვიტოვებთ, ოდესმე აღდგება ეს საოცარი კომპლექსი,” – ნათქვამია გვერდის “სვანეთი და სვანების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.