18 იანვარი, 2021

სალომე კორკოტაშვილის გაფრთხილება

მომღერალი და მუსიკოსი სალომე კორკოტაშვილი იგივე სალიო აფრთხილებს ყველას, რომ მისი მონაწილეობა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში დაზარალებულთა დასახმარებელ კონცერტში სიცრუეა:

“გვინდა გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ჩვენ ვმონაწილეობთ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში დაზარალებულთა დასახმარებელ კონცერტში. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და გავრცელებული პოსტერი შეცდომით არის შედგენილი.

ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, მითუმეტეს, ომს და ვუთანაგრძნობთ ორივე მხრიდან დაღუპულთა ოჯახებს, თუმცა არ ვგეგმავთ მონაწილეობის მიღებას რაიმე სახის ღონისძიებაში, რომლის შესახებაც ამომწურავი ინფორმაცია არ გვექნება. მადლობა ყურადღებისთვის, გისურვებთ მშვიდობას და სიყვარულს.”