საბა საფარელის უმორჩილესი თხოვნა

საბა საფარელის უმორჩილესი თხოვნაქუჩის მუსიკოსი საბა საფარელი უმორჩილესი თხოვნით მიმართავს ყველას, ნუღარ ჰკითხავენ საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით:

“ძალიან გთხოვთ, მეტჯერ ნუღარ მკითხავთ ამ თემაზე, ვეცდები, გიპასუხოთ როგორც შევძლებ და გამომივა:

ჩემი თხოვნა დედაქალაქის მერისადმი – ჩავერთე საახალწლო ღონისძიებაში – არ დაკმაყოფილდა. პასუხიც არავის გაუცია. მიუხედავად იმისა, რომ შევიტანე წერილი მერიაში და ბევრი სხვა საშუალებაც გამოვიყენე რომ მიმეწვდინა ხმა. (არაერთხელ ვისაუბრე ლაივში და არაერთი პოსტიც დავწერე ამაზე).

ამას იმიტომ არ ვწერ, რომ ვინმემ დაწეროთ კომენტარში რაიმე სახის ნეგატივი ვინმეს მიმართ. ჩემი დამოკიდებულება და პატივისცემა უცვლელია დედაქალაქის მერის მიმართ. მე მხოლოდ იმაზე მსურს ვისაუბრო, რაც ხდება.

მიუხედავად ქვეყანაში არსებული ურთულესი მდგომარეობისა, მე ისევ ერთგულად ვუკრავ ყოველდღე დაცლილ ქუჩებში.

მოხდა ისე, რომ პროექტმა “მუსიკის 12 მოციქული” არ შეასრულა პირობა და ამომჭრა როგორც გალაკონცერტიდან, ისე პრეზიდენტის სასახლის კონცერტიდან, მიზეზი უცნობია.

დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდვია, ძვირფასებო.

ბოლოს ერთი თხოვნა მექნება – ჩემსავით აპატიეთ ყველას ყველაფერი და ნუ დაწერთ საწყენ სიტყვას მაინც ნურავის მიმართ.

მე გპირდებით, რომ დავრჩები თქვენთვის იმ საბად, რომელიც გიყვართ და არასოდეს შევიცვლი გულს, მუდამ სიყვარულით ვივლი, მიყვარხართ და გმადლობთ, რომ მგულშემატკივრიბთ.

ვერცერთი მუსიკალური კონკურსი და ვერცერთი თოქ შოუ ვერ დაიბრალებს, რომ მათით გავხდი ცნობილი და ეს ძალიან კარგია. მე ჩემი თავგანწირული შრომით მოვდივარ დღემდე და არც შემდეგში დავიკარგები მწამს.”