11 იანვარი, 2021

“ქეთო და კოტეს” უმნიშვნელოვანესი სცენა განადგურებულია

ქართული კინოსამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმიდან “ქეთო და კოტე” უმნიშვნელოვანესი სცენა განადგურებულია.

საბჭოთა ცენზურამ ფილმიდან მთავარი გმირების ქეთოსა და კოტეს ჯვრისწერის სცენა ამოჭრა. კომუნისტებმა მიიჩნიეს, რომ ფილმში არ იყო საჭირო ეკლესიაში გადაღებული კადრების მოხვედრა, არადა, ბათუ კრავეიშვილისა და მედეა ჯაფარიძის გმირების სიყვარული სწორედ მალულმა ჯვრისწერამ გადაარჩინა.

საბედნიეროდ, ისტორიას შემორჩა ფოტო, სადაც ქეთოსა და კოტეს ჯვრისწერაა აღბეჭდილი. ისტორიული ფოტოს კადრში ბათუ კრავეიშვილსა და მედეა ჯაფარიძესთან ერთად ედიშერ მაღალაშვილიცაა მოხვედრილი.