16 იანვარი, 2021

ოთარ მეღვინეთუხუცესის განუხორციელებელი ოცნება

თეატრისა და კინოს მსახიობმა ოთარ მეღვინეთუხუცესმა მოახერხა და თავისი პროფესიონალიზმით შექმნა როლები, რომლებიც მაყურებელს არასდროს დაავიწყდება.

თუმცა მისი ოცნება “ვენეციელი ვაჭარის” თამაში იყო. მსახიობი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ამბობდა:

“რაღაცეები გუნებაში მაქვს და მინდა მათი თამაში. სათქმელის თვალსაზრისით ვფიქრობ, რომ ვენეციელი ვაჭარი დიდი ხანია მაწვალებს. აქ შეიძლება ქართველმა კაცმა თავისი ტკივილი თქვას. კი, მე სხვა ვარ, შენ დიდი ერი ხარ, მაგრამ მოიცა რა, მე ჩემი მაქვს, ჩემი გამაჩნია, ამის გამო მეორეხარისხოვნად ჩამთვალო? რატომ? იქნება ჩემ ერში არანაკლები სიმდიდრე იდოს, ვიდრე შენსაში? მერე რა, რომ შენ ბევრი ხარ?

ეს სათქმელი არის და სულ მიტრიალებს. მე რომ რეჟისორი ვიყო, “ვენეციელი ვაჭარი” აქამდე დადგმული მექნებოდა. სხვაც ხომ უნდა აღელდეს ჩემსავით და აღმოჩნდეს თანამოაზრე? თუკი იქნება, ხომ კარგი, თუ არადა, ჩემი საქმე, რაც მიკეთებია, შეიძლება საკმარისიც იყოს.”