17 იანვარი, 2021

ოთარ ჩხეიძე პატრიოტიზმზე

მწერალმა ოთარ ჩხეიძემ პატრიოტიზმზე უმნიშვნელოვანესი ჩანაწერი დაგვიტოვა:

“პატრიოტიზმი რთული მოვლენაა. ეს არა ნიშნავს უბრალოდ სამშობლოს სიყვარულსა, სამშობლოს რო პატრონობა უნდა — იმასა ნიშნავს, ხოლო სამშობლოს ვეღარ უპატრონებ მხოლოდ იმისი მტკიცებითა, შენი წინაპრები აქ რო მღეროდნენ იავნანასა უხსოვარი დროიდანა. ამას ახლა მტკიცება არ უნდა. არც არავინ არ აგიხირდება.

ახლა აქ სხვებიცა მღერიან სხვადასხვაგვარ იავნანასა და პატრიოტიზმი ახლა ის გახლავს, ერთ ხმაზე მოაქციო, ერთ ჰანგზე მოაქციო იგი სხვანი, შენს ხმაზე მოაქციო, მოაქციო შენს იავნანაზე, ოღონდ სიტყვები სხვა უნდა ჩასვა, ია და ვარდი აღარა კმარა, შენი მონაპოვარი უნდა ჩასვა, მონაპოვარი შენი კონსტიტუციისა, შენი სახელმწიფოებრიობის საფუძველი — მე საქართველოს მოქალაქე ვარ — ეს უნდა გაიშინაგანო, ეს უნდა გაისისხლხორცო და გაუსისხლხორცო იმა სხვათაცა.”