6 იანვარი, 2021

ნინო ანანიაშვილი სამუშაოდ რუსეთში მიდის

პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი რუსეთში სამუშაოდ მიდის. ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი – ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი თბილისის საბალეტო დასის ხელმძღვანელი აღარ იქნება.

მოცეკვავეს გადაწყვეტილი აქვს, ორივე დასს ერთდროულად უხელმძღვანელოს და არც ერთ ყურადღება არ მოაკლოს. ნინო ანანიაშვილმა უკვე განაცხადა თანხმობა, სათავეში ჩაუდგეს ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასს, მაგრამ ეს ამბავი თბილისის საბალეტო დასისთვის ჯერ არ გაუმხელია.

ნინო ანანიაშვილი ნოვოსიბირსკში იანვრის ბოლოს გაემგზავრება და დასს შეხვდება.

ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.