2 იანვარი, 2021

გია ნიკოლაძის საუკეთესო მიძღვნა

მომღერალი, კომპოზიტორი და პოეტი გია ნიკოლაძე ახალ წელს ახალი სიმღერის პრემიერით გვილოცავს:

“ბედობას გილოცავთ სიმღერის პრემიერით!

აი, ასეთი კლიპი გამოვიდა, ყველაფერი თავისით ხდება ჩვენ მხოლოდ მონაწილეები ვართ… ეს განწყობა და შემართება დაგვბედებოდეს მთელს საქართველოს რაც ახალ წელს მის დედაქალაქ თბილისში რუსთაველზე ხდებოდა!

ისე მოხდა, რომ პირველები მივედით და მერე ატყდა მთელი ამბავი! ესეც ღვთის ნება იყო ისევე, როგორც ყველაფერი მისი ნებაა! ჩვენ მისი მტვერი ვართ! ღმერთი ჩვენშიც არის ! “მიწა იყავ, მიწა ხარ და მიწად იქცევი”.

გილოცავთ თეთრი ხარის წელიწადს,

აი ასეთი ჩვენი ერი მწადს…
გისურვებთ მუდამ ასე ხდებოდეს
და ეს განწყობა დაგვბედებოდეს…
ვიწყებთ ჯვარმცმელთა მგმობელ მსვლელობას
და ქრისტეს სიტყვის მადიდებლობას…
გისურვებთ ნდობას, ტკბობას, მშვენებას
და ყოვლის ტკბობის წყობის შენებას.”