29 დეკემბერი, 2020

ცოტნე ზედგინიძის უდიდესი წარმატება

გენიოსი ქართველი კომპოზიტორის ცოტნე ზედგინიძის უდიდესი წარმატების შესახებ ინფორმაცია ოპერის მომღერალმა ანიტა რაჭველიშვილმა გაავრცელა.

პატარა ვუნდერკინდი მსოფლიოში აღიარებულ პიანისტსა და დირიჟორთან დანიელ ბარენბოიმთან იმყოფება, რომელიც ცოტნეს ნიჭითა და შესაძლებლობებით სასიამოვნოდ გაოცებულია:

“ჩვენი საოცრება ბავშვი ცოტნე ზედგინიძე არის მაესტრო დანიელ ბარენბოიმთან და მაესტრო არის გაოცებული და გაგიჟებული ამ ბავშვის გენიით!

ამაზე მეტად არაფერი გამახარებდა ამ 2020 წელს! მადლობა მაესტრო ბარენბოიმს და რაც მთავარია მადლობა მაესტრო ნიკოლოზ რაჭველს და ჩვენს საოცარ ლიზა ბათიაშვილს იმისთვის, რომ ყოველთვის ზრუნავენ ნიჭიერ ადამიანებზე.”