22 დეკემბერი, 2020

თემურ ცაგურიას მხიარული ამბავი

მომღერალი, კომპოზიტორი და პოეტი თემურ ცაგურია თავის მხიარულ ისტორიას გვიზიარებს, რომელიც კახეთში შეემთხვა:

“ტვ ფორმულამ” მიმიწვია საახალწლო გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად კაჭრეთში ჩემი სიმღერით “მოეფერეთ ერთმანეთს”, მშვენიერი სასტუმრო ამბასადორი, რჩეული საზოგადოება, წამყვანი – უსაყვარლესი და ულამაზესი მსახიობი – ბაია დვალიშვილი, 3 კამერით იწერება ჩემი სიმღერა – ბოლო აკორდი – მოფერეთ ერთმანეთს დაააააა…. შარვალი მძვრება, სამარისებული სიჩუმე… ვცდილობ, შარვალი ჩავიცვა, მაგრამ არაფერი გამომდის – შარვალზე მიმაგრებული ხმის ადაპტორის კაბელი რაღაცაში გაეხვია…

ამ დროს გაისმის ქალბატონი ბაიას მშვიდი ხმა – აქ საცურაოდ ჩამოსულხარ, არა? კიდევ კარგი ქვედა საცვლის მაგიერ ცნობილი ფირმის – სპიდოს ახალთახალი საცურაო კოსტუმი მაცვია თავისი სამი ზიპით, ფირმის ემბლემით… როგორც წესი, მას ვიცვამ შორი მგზავრობისას – იქნებ ცურვა მომინდეს სადმე, ვფიქრობ…

კიდევ კარგი… კიდევ კარგი… რომ გადამღებ ჯგუფს იმედი არ გავუცრუე და ღირსრულად შევქმენი საცურაო განწყობილება… მშვენიერი საცურაო აუზია იმ სასტუმროში, გავიფიქრე, მოდი, პერანგსაც გავიხდი და წყალში ჩავხტები-მეთქი, მაგრამ ქლორიან წყალში არ ვცურავ, ამიტომ დღეს უკვე ურეკში ორმაგი გეგემა შევასრულე – 30 წუთი ვიცურავე.

სასტუმრო ამბასადორში კი ქლორის მაგივრად მარილს თუ ჩამიყრიან, ან ჩვენი მომხივლელი დულცინეა – ბაია თუ მიბრძანებს, ვიცურავებ, აბა, რას ვიზამ…”