22 დეკემბერი, 2020

თამრიკო ჭოხონელიძის მადლობა

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე მადლობას უხდის თითოეულ იმ ადამიანს, ვინც მას თანადგომა გამოუცხადა.

როგორც მომღერალმა განაცხადა, იგი შობის დღესასწაულზე აღარ იგალობებს, რადგან ანტიდისკრიმინაციული განცხადებების გამო დაისაჯა. საპატრიარქომ თავის მხრივ განმარტა, რომ თამრიკო ჭოხონელიძე არ არის მგალობელი, ამიტომ შობას მისი გალობა გამონაკლისი იყო:

“ჩემო ძვირფასებო!

პირველ რიგში, დამდეგი შობა-ახალი წელი მინდა მოგილოცოთ, იმედით, სიყვარულითა და თანადგომით სავსე წელი გისურვოთ!

დიახ, თანადგომით, რომელიც თქვენი წყალობით ამ დაძაბულ მონაკვეთის ჟამს წამალივით მკურნალი აღმოჩნდა ჩემთვის!

თქვენ შეიძლება ვერც კი წარმოიდგინოთ, რა როლი ითამაშა თითოეული თქვენგანის წერილმა ჩემს გაძლიერებასა და არგატეხვაში!

უღრმეს მადლობას გიხდით!

…ჩემი ტკივილნარევი განწყობის გაზიარება მინდოდა თქვენთვის, რომელზეც შემდგომში დაგელაპარაკებით.
არ მინდოდა, მადლობის სიტყვები რაიმეს გაეფერმკრთალებინა.”