19 დეკემბერი, 2020

თამარ ციციშვილი – პოეტების მუზა

მსახიობი თამარ ციციშვილი არაერთი პოეტის მუზა გახდა.

,,სახე შეყინულ მარგალიტისა,
კიდევ ცისკარის ფიფქი ფრქვეული,” – ეს სტრიქონები მიუძღვნა გიორგი ლეონიძემ უკვე ცნობილ თამარ ციციშვილს ერთ-ერთ დაბადების დღეზე, 19 დეკემბერს…მრავალი პოეტისა და მხატვრის მუზა თავის თავს მსახიობად არ თვლიდაო… ეს ალბათ დიდი თავმდაბლობის გამო…

თამარ ციციშვილის შესახებ საინტერესო ისტორიებს ხელოვნებათმცოდნე ნოდარ პაპუაშვილი იხსენებს:

“გალაკტიონ ტაბიძი ლექსს ,,13 წლის ხარ” თარიღად 1916 წელი უზის. მაშინ მომავალი მსახიობი მხოლოდ 8 წლის იქნებოდა მხოლოდ. თუმცა გალაკტიონს თარიღების აღრევაც უყვარდა და შეიძლება ლექსი უფრო გვიანდელი ხანისაა. დარჩეს ესეც ლეგენდად თუ გამოცანად!

,,ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა
ჭაღარა გულის ზმანება ავი, –
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!
გაივლის კიდევ ცამეტი წელი,
მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,
მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,
ატირდება დრო და ჩემი ლექსი.
ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა –
დაუნდობელი სურვილი ლომის!
და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომის!”

ათობით ფერწერული ტილო მიუძღვნეს თამარ ციციშვილის სილამაზეს ქართველმა და არაქართველმა მხატვრებმა.

და, გოორგი ლეონიძის ლექსიც:
,,მე დავრჩენილვარ შენი ამარი,
ვით ზღვის ამარი არი თოლია,
ძვირფასო, შენი შუბლი მარმარი
რამდენ ოცნებას დაუთოვლია.
რამდენი სხივი გულში ითესა,
რამდენჯერ არი ლექსში რქმეული,
სახე შეყინულ მარგალიტისა,
კიდევ ცისკარის ფიფქი ფრქვეული.”