30 დეკემბერი, 2020

ტაბუდადებული ცისფერყანწელების გასაოცარი ისტორია

ცისფერყანწელების გამოჩენა ქართულ ლიტერატურაში განსაკუთრებული მოვლენა აღმოჩნდა. მათ თავისი შემოქმედებით ნამდვილი გადატრიალება მოახდინეს.

მწერალი სერგი ჭილაია ცისფერყანწელებს თავის მოგონებებში ასე იხსენებდა:

“ცისფერყანწელებს ტაბუ ჰქონდათ დადებული. მე მახსოვს, როდესაც ერთად შევიკრიბებოდით სანადიმოდ და ჩვენს შორის იყო გიორგი ლეონიძე, შალვა აფხაიძე, სერგო კლიაშვილი, კოლაუ ნადირაძე, არ შეიძლებოდა ეს მეგობრული შეხვედრა ისე დამთავრებულიყო, რომ შალვა აფხაიძე არ ამდგარიყო და არ ეთქვა სადეგრძელო, „ეს „მათ“ გაუმაჯოს“, „მათ“ ყანწელების მეთაურების – პაოლოსა და ტიციანს პაროლი იყო, ჩემთვის უკვე განდობილი და ფეხზე ადგომით ვსვამდით ამ სადღეგრძელოს.”