25 დეკემბერი, 2020

რატი ამაღლობელი შობაზე

პოეტი რატი ამაღლობელი შობის ბრწყინვალე დღესასწაულს თავისი ერთ-ერთი ლექსით “დეკემბერი” ეხმიანება:

“შიშველი ტოტებით ილტვიან – “მიშველე” –
ტიტველი ხეები, ჭალა და დიდველი.
გამძივდა ღამეთა კამკამა გიშერი,
ალმასში გაქვავდა მზე წითელ-ყვითელი.

მინდვრების ჭირხლი და ბინულის ყინული,
ბაღი გაძარცული და ტყე უსამოსო
მოელის უხილავს, რომ გახდეს ხილული
მის ქვეყნად ჩამოსვლას.

მეც ღია ბაღივით ვდგავარ და აწმყოდან
ვეღები მაცხოვარს.”