23 დეკემბერი, 2020

პრინცი მაჩაბელის უნიკალური სუნამო საქართველოშია

გიორგი მაჩაბელის – პრინცი მაჩაბელის უნიკალური სუნამო “მაჩაბელი” საქართველოშია.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელი:

“ხელოვნების სასახლეს ჰყავს ერთი გამორჩეული მეგობარი, სახელოვანი მშობლების შვილი, ქართული ემიგრაციის საუკეთესო წარმომადგენელი, მუდამ ახალგაზრდა და ენერგიული ქალბატონი ნინა ტარასაშვილი.
ქალბატონი ნინა მუზეუმში გვეწვია და უძვირფასესი საჩუქრები გადმოგვცა მუზეუმისათვის. ქალბატონი ტარასაშვილის კოლექციაშია პრინც მაჩაბელის მიერ გამოშვებული სუნამო „მაჩაბელის“ ერთ-ერთი პირველი ფლაკონი, გაფორმებული ულამაზესი ორნამენტებითა და ოქროს ვარაყით.

საჩუქრებს შორისაა სპილოს ძვლისა და ოქროსაგან დამზადებული სამეჯლისო აქსესუარი.

მუზეუმმა ასევე საჩუქრად მიიღო საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მხატვრის ვერა ფაღავას უნიკალური გრავიურების კოლექცია.

საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი დიდი მადლიერებით იღებს ქალბატონი ნინა ტარასაშვილის ამ ძვირფას საჩუქრებს, ქართული ემიგრაციის წარმომადგენლის ეს მამულიშვილური ქმედება საამაყოა და მისაბაძი.”