ოთო ნემსაძე: “ამიხსნას ვინმემ!”

ოთო ნემსაძე: "ამიხსნას ვინმემ!"მომღერალი ოთო ნემსაძე საჯაროდ ითხოვს მიიღოს პასუხი მისთვის და მისი კოლეგებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე:

“ამიხსნას ვინმემ თუ სასტუმროებში ადამიანების დასვენება შესაძლებელია, სადაც ყველა ყოველდღე ერთმანეთს ხვდება, რატომ არ შეიძლება ჩემი 50-კაციანი კონცერტი ამავე სასტუმროში?!

ხმას არ ვიღებ ამდენი ხანია
ვემორჩილებით ყველა რეგულაციას
ვემიჯნები პოლიტიკურ აურზაურს
მართლა მშივრები ხო არ დავიხოცებით?

ან ის ხალხი მაინტერესებს საახალწლო კონცერტების გამო რო გვლანძღავს და თვითონ ერთი წელი სახელმწიფო სამსახურიდან ხელფასს რომ იღებს.

მე რა ვქნა არც თვითდასაქმებულშიც რომ ვერ გავდივარ

ამიხსნას ვინმემ!”