21 დეკემბერი, 2020

ოთარ ტატიშვილის გაფრთხილება

კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი გვაფრთხილებს და გვთავაზობს მის მიერ წლების წინ დაწერილ სიმღერას, რომელიც დღესაც საოცრად აქტუალურია:

“გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

სიმღერა-გაფრთხილება. ეძღვნება დედამიწის და კაცობრიობის გადარჩენას, ბრძოლას სიბოროტის, ეკოლოგიის დაბინძურების და ყველა უკეთურობის წინააღმდეგ, რამაც შესაძლოა კაცობრიობა და დედამიწა კატასტროფამდე მიიყვანოს.

სიმღერა დაიწერა 2004წელს და დღესაც ეხმაურება კოვიდ-19-ის ეპიდემიისგან შექმნილ გარემოებას, რის გამოც კლიპი გადამონტაჟდა და შეივსო ამჟამად აქტუალური კადრებით.

კომპოზიტორი- ოთარ ტატიშვილი, ლექსი – ნანა ცინცაძის და ოთარ ტატიშვილის. ასრულებენ სოლისტები და ავტორი: ოთარ ტატიშვილი ნინი ბადურაშვილი, ქეთა თოფურია, ვერიკო ტურაშვილი, ია ჩანტლაძე, მარიკო ებრალიძე, ნოდიკო ტატიშვილი, მარიკა თხელიძე, ტატა მაჩაბელი, კახა კუხიანიძე, აჩი ფურცელაძე, ქუჩის ბიჭები, თეონა წიკლაური, თამთა გოგუაძე, თათია გიორგობიანი, ლერი ნამგალაძე, გიგა კვენეტაძე…

კლიპში გამოყენებულია კადრები სხვადასხვა საინფორმაციო და დოკუმენტური გადაცემებიდან, რისთვისაც მადლობას ვუხდით ავტორებს.”