28 დეკემბერი, 2020

ნიკა ძამიაშვილი: “ყოველი დღე სიკვდილთან ბრძოლაა”

მხატვარი და პოეტი ნიკა ძამიაშვილი მხოლოდ ერთ რამეზე ოცნებობს – “მე მინდა სახელოსნო, ტილოები ბლომად, საღებავი, მეუღლე, ბავშვი და ფული, გამოფენა გალერეებსა თუ მუზეუმებში”, მაგრამ რეალობა სულ სხვაა:

“NIKA IS DEAD!
Keep (joking) smiling!
Thanks!”

“რუსთავში (აღარ არსებობს) მოკვდა პოეტი და მხატვარი ნ ი კ ა . იცინეთ! გმადლობთ!..”

ეს არის ის, რომ არავისთვის არაფერი მიწყენინებია და ყველამ დამიკიდა, ვარსებობ თუ არა, არავის აინტერესებს, მე კი ისე არ მოვკვდები, რომ პირველიდან მესამე სართულამდე სანამ არ გამოჟონავს ჩემი კარის ღრიჭოებიდან ჩემი ლეშის მყრალი სუნი და არ გაჯდება კედლებსა და ჰაერში, იქამდე კარი არავინ გამიღოს!..

ჩემი მომავალია ნიუ-იორკი, სადაც აქ ერთოთახიან ბინას მირჩევნია იქ, მომა (მუსეუმ ოფ მოდერნ არტ)-ის წინ ბორდიურზე ან მეტროპოლიტან მუსეუმ-ის კიბეზე გავიყინო, გავითოშო, ოღონდაც ვიცოდე, რომ გავიტან მსოფლიოს მასშტაბით და არა ასე..

სისხლი არ უნდა ჩავაბარო, რომ ტილო ვიყიდო, კომუნალური და საკვები ფეხზე არ უნდა მეკიდოს. ქუჩაში ხეებს არ უნდა ვაკვირდებოდე და ჩემი პარეიდოლიური ხედვით რასაც შევამჩნევ გადავატარო მარკერი და გავაფერადო ცარცით, რომ იქნებ თქვენც დაგანახოთ ის მშვენება, რაც ბუნებრივია და ღეჭვისა და მოწევის გარდა, რაიმეთი მაინც დაგაინტერესოთ, მით უმეტეს საკუთარ ქალაქ რუსთავში.

მე მინდა სახელოსნო, ტილოები ბლომად, საღებავი, მეუღლე, ბავშვი და ფული, გამოფენა გალერეებსა თუ მუზეუმებში. მე არც ერთ ტელევიზიას არ ვთხოვ, მაგრამ მგონი ყველა ტელევიზიაში არის ადამიანი, ვინც ჩემზე რამე მაინც იცის. 50 ჟურნალისტზე ბევრი მყავს მეგობრებში, მაგრამ ყველას კიდია ჯერ კიდევ ვსუნთქავ თუ არა.

სადაა სამართალი, რატომ უნდა მოვკვდე, მე არ ვიქნები ბიზნესმენი და არ დავბუსტავ და არ დავარეკლამებ ჩემს არტს, მე ვარ არტისტი და სხვამ უნდა მთხოვოს რომ გამაჟღეროს, სხვამ უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და მე ჩემსას გავაკეთებ, აღმოვჩნდები ნიუ-იორკში და მერე “აი, ქართველი, რომელიც…”

აქამდე სად იყავით ყოველი დღე სიკვდილთან ბრძოლა რომაა უამრავი ნერვებითა და თმის ცვენით… სად?”