16 დეკემბერი, 2020

ნატალია ქუთათელაძის უდიდესი წარმატება

ოპერის მომღერალმა ნატალია ქუთათელაძემ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სააგენტოსთან “ასკონას ჰოლტთან” კონტრაქტი გააფორმა. მისი მენეჯერი ნათან მორისონი იქნება.

ჯულიარდის სკოლის კურსდამთავრებული ქართველი მეცო სოპრანო ამ სეზონზე მსმენელის წინაშე კარმენის დებიუტით წარსდგება სანტიაგოს მუნიციპალურ თეატრში.

ამ გამოსვლით ნატალიკოს კარიერაში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი დაიწყება.