მიშო სულუხიას უმორჩილესი თხოვნა

მიშო სულუხიას უმორჩილესი თხოვნამომღერალი მიშო სულუხია უმორჩილესი თხოვნით მიმართავს საქართველოს მთავრობას:

“ძვირფასო მთავრობა.

– არ აქვს მნიშვნელობა წელს ვინ იდგება ცენტრალური კონცერტის დიდ სცენაზე, რადგან წინა წელს მე და ჩემი მეგობარი კოლეგები ვიდექით 31 დეკემბრის ღამეს რესპულიკის მოედანზე, რომ საქართველოს ბედნიერი და ფერადი ახალი წელი ჰქონოდა ეკრანებიდან.

– უმორჩილესად გთხოვთ, შეიმუშაოთ სუფსუდიის ფორმა, რომელიც ხელოვანი ხალხისთვის იქნება გათვლილი, რადგან მინდა, რომ ჩემი 81 წლის ბებია, მის ცხოვრებაში პირველად ახალ წელს სინათლის გარეშე და ცარიელ სუფრასთან არ შეხვდეს. ასევე მინდა, რომ იმ ადამიანებს დავუბრუნო სიკეთე, რომლებმაც თქვენს მაგივრად იზრუნეს ჩვენს ფიზიკურ გადარჩენაზე და ასეთი ბევრნი ვართ…

– მაქვს იმედი, რომ ეს თხოვნა თქვენს ცნობიერებაზე იმოქმედებს და გააანალიზებთ, რომ ჩვენც ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ყურადღებას ვსაჭიროებთ არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვეყნის სახეს წარვადგენთ შინ თუ გარეთ, არამედ მაშინაც, როდესაც თქვენგან ველით მხარში ამოდგომას.

პატივისცემით, მიშო სულუხია.”