მერაბ ნინიძის უდიდესი წარმატება

მერაბ ნინიძის უდიდესი წარმატებაქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე თავის წარმატებულ კარიერაში კიდევ ერთ აღიარებას ზეიმობს.

ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინოს დაჯილდოების (BIFA) მესვეურებმა დაასახელეს ნომინანტები, რომლებსაც აქვთ შანსი ეს უმნიშვნელოვანესი ჯილდო მოიპოვონ. ნომინანტთა შორისაა მერაბ ნინიძე. იგი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შემსრულებელთა სიაშია ფილმით “The Courier”.

ამ ფილმში მერაბ ნინიძე ცნობილ მსახიობთან ბენედიქტ კამბერბეჩთან ერთად მონაწილეობს.
ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინოს დაჯილდოებას უკვე წლებია ტარდება და მისი ჯილდოს მფლობელები მსოფლიოში ცნობილი მსახიობები არიან. პრემია 1998 წლიდან გაიცემა.

წლევანდელი დაჯილდოების ნუსხაში ჩამოთვლილი 17 ნომინაციიდან საუკეთესოებს მომავალი წლის თებერვალში გამოავლენენ.

მერაბ ნინიძის უდიდესი წარმატება