19 დეკემბერი, 2020

ლევან გელბახიანის საყვედური

მსახიობი ლევან გელბახიანი საყვედურობს ყველას, ვინც აღფრთოვანებული უკრავს ტაშს თბილისის მერს საახალწლო განათებისთვის:

“გაბრაზებული ვარ ყველაზე, ჩემს თავზე და ჩემს ,,ფრენდებეზეც”.

მოკლედ, 2 დღეა ავსებულია ამ ნაძვიხის ფოტოებით სოც ქსელი. უმეტესობა ტაშს ვუკრავთ და იმ ბუა მერის ეგოს, გაუაზრებლად ველაქუცებით. კი ლამაზია ნაძვის ხე, ცაზე გამოკიდებული განათებაც.

სამწუხაროდ, უგემოვნობას წელსაც არ ვუჩივით და ჩავდგით: ეიფელი, ბიგბენი, პიზის კოშკი, კონკიას ეტლი.
კოსტავაზე ანგელოზის ,,პეჩენიები” ჩამოვკიდეთ და ასე შემდეგ.

მაგრამ რა ვერ გამიგია იცით?

თუ იმას ვატრაკებთ, რომ ყველანი ვართ თანასწორი, მაშინ რა დააშავასაქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრებმა?

ააა თუ ზესტაფონის, ლანჩხუთის, ონის მაცხოვრებელს არ სჭირდება ლამაზი ნაძვის ხე? თუ ზესტაფონელი როა რა ეახალწლება?

სიღარიბე ყველაზე დიდი პრობლემაა მგონია საქართველოში, რასაც სერიოზულად ამწვავებს ცენტრალიზაციის პოლიტიკაც.

ყველაფერი თბილისში გვინდა.
კინო, თეატრი, აუზი, სკოლა, მაღაზია, სკვერი, ყველაფერი თბილისში გვინდა. მათ შორის, ახალი წელიც და ჩევნი ბეყე მერი, ახალ წელს გააკეთებს საყოველთაო მიმართვას, ნაძვის ხის ქვეშ დადგება და მიულოცავს ერს ახალ წელს ტელევიზიით, რომელსაც დიდი ნაწილი ვერ მოისმენს: უშუქობის, უტელევიზორობის და უფულობის გამო.

მიულოცავს აფრიკის მოსახლეობასაც და მეორე დღეს ჩამოუნგრევს კდელებს, მაგრამ ჭორვილიდან მოსკოვამდე გაცვეთილს 1 ლარად გადასცემს ნახევარ თბილისს.

ვერ შევდგებით საზოგადოებად თუ მარტო ჩვენი ფოტო გალერიდან ვუყურებთ ქვეყანას.

წესით უნდა ვატრაკებდეთ და უარი ვთქვათ გაუბედურებული ქუჩების მორთვაზე. ეს ფული, თან ამდენი ფული, კეთილ საქმეს მოხმარდეს, გაჭირვებულ ოჯახებს, უსახლკარო ადამიანებს.

დავეხმაროთ ჩვენს თანამოქალაქეებს და ტაში არ ვუკრათ იმათ, ვინც ჩვენს ფულს თავისნებაზე ფლანგავს და კიდე აქეთ სახლებს გვინგრევს.”