კარგი ამბავი შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანზე”

კარგი ამბავი შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანზე"შოთა რუსთაველის პოემა “ვეფხისტყაოსანი” მრავალ ენაზეა თარგმნილი – მათ რიგებს ჰინდუ ენაზე ნათარგმნიც დაემატა.

ირაკლი კაკაბაძე, მწერალი:

“როგორც იქნა – მოხდა ის, რაც დიდი ხანია უნდა მომხდარიყო – “ვეფხისტყაოსანი” ჰინდუ ენაზე გამოიცა.

დიდი მადლობა საქართველოს ელჩს ინდოეთში არჩილ ძულიაშვილს და ამავე დროს ინდოეთის ვიცე-პრემიერს 2016 წელში, ქალბატონ სუჯატა ბაის. ის იყო ინდოეთის მთავრობის პირველი წარმომადგენელი, რომელმაც ეს საკითხი წამოჭრა.

ბრავო! ეს დიდი ამბავია საქართველოსათვის და ჩვენც გვიხარია, რომ ჩვენი პატარა წვლილი შევიტანეთ ამ საქმის გაკეთებაში დათო ბეჟიტაშვილთან და სხვებთან ერთად.”