23 დეკემბერი, 2020

ინგოლშტადტის ქართული ორკესტრის უდიდესი აღიარება

ინგოლშტადტის ქართული ორკესტრი, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტია კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ატკბობს, A კლასის – უმაღლესი კატეგორიის ანსამბლად აღიარეს.

სასიხარულო ინფორმაცია პიანისტმა დუდანა მაზმანიშვილმა გაავრცელა.

ინგოლშტადტის ქართული ორკესტრი 1964 წელს თბილისში შეიქმნა, 26 წლის შემდეგ კი მოღვაწეობა ინგოლშტადტში განაგრძო.

ორკესტრის წარმატებულ მოღვაწეობაზე თავისებური გავლენა მოახდინეს მევიოლინე ლიანა ისაკაძემ, დირიჟორებმა არიელ ცუკერმანმა, კურტ მაზურმა, იეჰუდი მენიუჰინმა, ლავარდ სქოუ ლარსენმა, ბენჟამინ შვარცმა…