16 დეკემბერი, 2020

ილია ჭავჭავაძის აბრა განახლებულ ჭავჭავაძეზე გდია

ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული პოეტისა და მწერლის ილია ჭავჭავაძის აბრა მისივე სახელობის განახლებულ გამზირზე სექტემბრიდან მოყოლებული ძირს გდია.

ინფორმაციაი გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს:

“განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე სექტემბრიდან მოყოლებული ილია ჭავჭავაძის აბრა ძირს გდია.

ასე დაიწყო ეს კამპანია 2017 წელს: “თბილისის ქუჩებში ელექტრონული ბიბლიოთეკების განთავსება დაიწყო. ორი თვის განმავლობაში, თბილისის 50 ქუჩაზე, ბაღებში, პარკებში, მეტროპოლიტენში უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები განთავსდება, რაც ასობით ელექტრონულ წიგნს ხელმისაწვდომს გახდის ნებისმიერი მსურველისთვის.”

ილია ჭავჭავაძის განახლებული გამზირი უკვე გახსნილია, თუმცა მისი აბრა თვეებია უპატრონოდ აგდია.