14 დეკემბერი, 2020

ძალიან კარგი ამბავი ზურა დოიჯაშვილზე

საზოგადოებამ უკვე იცის, რომ მომღერალი ზურა დოიჯაშვილი ისრაელში საავადმყოფოში აპარატზეა მიერთებული და სიცოცხლისთვის იბრძვის.

ზურას მეგობრებმა და კულტურის პალატამ გადაწყვიტეს, მომღერლის სამშობლოში დასაბრუნებლად ტელემარათონი გამართონ. 18 დეკემბერს დილით, 09:15-დან 10 საათამდე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში საქველმოქმედო მარათონი გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ზურა დოიჯაშვილის მეგობრები და კოლეგები.

ამავე დღეს, თბილისში, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ ზურაბ დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება.

ზურა დოიჯაშვილის ისრაელიდან საქართველში საჰაერო სამედიცინო რეანობილით დასაბრუნებლად, საჭიროა 20 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

სულ მალე საქართველოს კულტურის პალატა გამოაქვეყვენებს ზურაბ დოიჯაშვილისთვის გახსნილ სპეციალურ ანგარიშს, სადაც თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.