12 დეკემბერი, 2020

დონარა კინწურაშვილი გარდაიცვალა

საქართველოს ტელევიზიის ერთ-ერთი გამორჩეული წამყვანი დონარა კინწურაშვილი ავადმყოფობის შემდეგ 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იგი სრულიად ახალგაზრდა, 21 წლის ასაკში მივიდა საქართველოს ტელევიზიაში და თითქმის ნახევარი საუკუნე იმუშავა.

დონარა კინწურაშვილი საინფორმაციო გადაცემა “მოამბის” და “ცეროდენას ეკრანის” წამყვანი იყო.