28 დეკემბერი, 2020

დოდო ჭიჭინაძისა და ცინუკი დადიანის საოცარი ისტორია

მსახიობ დოდო ჭიჭინაძისა და მომღერალ ცინუკი დადიანის მეგობრობა არაერთ დაუვიწყარ მოგონებას აერთიანებს.

“არტ ინფო” გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს, რომელსაც დოდო ჭიჭინაძე ყველაზე დიდი სიყვარულით ყვებოდა:

“კარგა ხნის წინათ, საავტომობილო შემთხვევის გამო ერთ-ერთ საავადმყოფოში უგონოდ მიმიყვანეს, მანამდე ვერ მოვიხედე, სანამდე ნაცნობი სიმღერა არ ჩამესმა. ძალა მოვიკრიბე, ჯერ ყურთასმენა დავძაბე, შემდეგ თვალი გავახილე – საწოლთან ცინუკი დადიანი მეჯდა და მეგრულ სიმღერებს მიგალობდა.

თურმე მთელი ღამე ასე გაეტარებინა. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ მისმა სიმღერებმა გადამარჩინა.

ო, რა ძალა და მშვენიერება იყო იმ ტკბილ ხმაში, თითქოს ზღვა მიმღეროდა.”