9 დეკემბერი, 2020

დინა მირცხულავას მიმართვა ქალებს

ნოველისტი დინა მირცხულავა საჯაროდ მიმართავს იმ ქალებს, რომლებსაც უანგარო დახმარების არ სჯერათ, მით უმეტეს, საპირისპირო სქესისგან:

“ისე არავინ არავის ეხმარება – ხშირად გამიგია ეს ფრაზა, უფრო ქალებისგან…

და უფრო მაშინ, როდესაც იგებენ, რომ ამა თუ იმ ადამიანს საპირისპირო სქესის ადამიანი ეხმარება.

როგორ მესაცოდავებით.

როგორი უბადრუკები ხართ უანგარო სიკეთეზე რომ არასოდეს გსმენიათ და მეტიც – საკუთარ თავზე თუ არასოდეს გამოგიცდიათ.

თქვენ თუ არასოდეს არავინ დაგხმარებიათ „ისე“ – ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამყაროში არ არსებობენ „ისე“ დამხმარეები… აი, ისეთები მადლს რომ ქვაზე დებენ და მიდიან და არასოდეს ჩამოივლიან იმ გზაზე, რომ ის მადლი წინ დახვდეთ.

ყველაზე უინტელექტოები, ყველაზე ორღობეები მგონიხართ ასეთი აზროვნების ადამიანები და კიდევ და კიდევ, როგორ მეცოდება ეს დედამიწა თქვენით.

ჩემი მეგობრების უმეტესობას მამაკაცები შეადგენენ – კარგი კაცები, კარგი ადამიანები, კარგი მამები, კარი ქმრები, კარგი შვილები და რა აქამდე რომ მომიტანეს თავიანთი უანგარო დახმარებით, ისე არ დამხმარებიან ?!

ისევ თქვენ მიეცით რამე დახმარების სანაცვლოდ, ვინც აქამდე იძლეოდით…

ჩემნაირებზე ნუ წერთ ამ უაზრო რეცეპტებს, ჩვენ სხვა სამყაროში ვცხოვრობთ, სამყაროში სადაც ისე,

უანგაროდაც ვეხმარებით ადამიანებს.”