3 დეკემბერი, 2020

ანიტა რაჭველიშვილის კიდევ ერთი აღიარება

ქართველი მეცო სოპრანოს ანიტა რაჭველიშვილის არაერთ წარმატებას, კიდევ ერთი აღიარება დაემატა.

2020 წლის საუკეთესო მომღერლად სწორედ ანიტა რაჭველიშვილი დასახელდა.

ჟურნალმა “ოპერამ” ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი დეკემბრის ნომრის ყდაზე დაბეჭდა.

ნიკოლოზ რაჭველი:

“ყველას მიერ, რიკარდო მუტიდან, დანიელ ბარემბოიმიდან თუ ზუბინ მეტადან დაწყებული ნებისმიერი საოპერო ხელოვნების აპოლოგეტით დასრულებული დედამიწის N1 მეცო-სოპრანოდ აღიარებული ჩემი მეგობრის და სასცენო პარტნიორის ანიტა რაჭველიშვილის გამო ჩემს სიამაყეს არ უჩანს საზღვარი!

კიდევ ერთ აღიარებას გილოცავ, განუმეორებელო!!!”