18 დეკემბერი, 2020

ანა კალანდაძე ბიუსტს არ იმსახურებს?!

ქართული პოეზიის დედოფლად წოდებული ანა კალანდაძე მისი უმცროსი კოლეგის თემო ჭახნაკიას აზრით, თბილისის რომელიმე სკვერში ბიუსტს ნამდვილად იმსახურებს:

“ანა კალანდაძის ბიუსტი არ უნდა იყოს გახსნილი თბილისის რომელიმე სკვერში?!

4 წელში მისი დაბადებიდან 100 წელი გადის. იმედია, მაშინ მაინც იზრუნებენ ამ საკითხზე. მე თუ მკითხავთ ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის გადასარევ პარკსაც დაამშვენებს ანას ბიუსტი.

ცნობისთვის, მისი ბიუსტი გახსნილია ჩოხატაურში, მისი სახელობის ქუჩაა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და უკვე ჩოხატაურშიც.”