28 დეკემბერი, 2020

ალექსანდრე ხომერიკი გარდაიცვალა

ოპერის მომღერალი, არაერთი თაობის აღმზრდელი ალექსანდრე ხომერიკი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი გული გახდა. მაესტრომ შემოდგომაზე გულის ურთულესი ოპერაცია გაიკეთა, თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ…

სამწუხარო ინფორმაცია ოპერის მომღერალმა ვანიკო გალუაშვილმა გაავრცელა:

“კატასტროფა, კოშმარი, რა დავწერო არ ვიცი – გული დამეწვა და სისხლი გამეყინა, ჩვენი ალეკო ხომერიკი, ჩვენი ოქროს ხმიანი, ოქროს გულიანი გარდაიცვალა.

შენ გულს და სულს ვენაცვალე!”