5 დეკემბერი, 2020

აკაკი ბაქრაძის ყველაზე მწარე სიმართლე

მწერალი აკაკი ბაქრაძე თავის ჩანაწერებში ყოველთვის ღიად წერდა სიმართლეს – სიმართლეს ქართველებზე, რომელიც არც თუ ისე სასიამოვნო მოსასმენია:

“ტყუილი ქართველის არსებობის წყარო გახდა. სხვანაირად შეუძლებელიც იყო. ყოველთვის ვიღაცის მონა ვიყავით – ხან ბერძენის, ხან სპარსელის, ხან არაბის, ხან თურქის და ა.შ.

ბატონს სიმართლეს ვერ ეტყოდით. ტყუილით უნდა მოგემადლიერებინა. ტყუილი იყო ერთადერთი საშუალება თავის შენახვის. ამიტომ ტყუილი ძვალსა და რბილში გაგვიჯდა.

იქაც კი ვტყუივართ, სადაც საჭირო არ არის. ერთმანეთს ვატყუებთ, რადგან ჩვეულება მეორე ბუნებად გვექცა. ამიტომ აუცილებელია ტყუილისგან გათავისუფლება, თუ გვინდა, რომ ხალხს დავემსგავსოთ.”