3 ნოემბერი, 2020

უარი რამაზ პატარიძის მთაწმინდაზე დაკრძალვაზე

ანბანთმცოდნეობის ქურუმს რამაზ პატარიძეს უკანასკნელ გზაზე სიონის ტაძრიდან 5 ნოემბერს გააცილებენ.

2015 წელს დახურული დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი გაიხსნება, სადაც მკვლევარს დაკრძალავენ.

დავით შემოქმედელი, მწერალი და პოეტი:

“ინფორმაციისათვის, დიდუბის პანთეონში დაკრძალულია ბატონი რამაზის მამა, მთარგმნელი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე მიქელ პატარიძე. ტექნიკურად გამოჩნდა შესაძლებლობა, რომ მის გვერდით დაკრძალულიყო, ამიტომ გაიხსნა დიდუბე. ალტერნატიული იყო ვაკის სასაფლაო დედასთან, მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად.

მთაწმინდა უარყოფილი იქნა სახელმწიფოსგან, ვინც გადაწყვეტილებას იღებს.”