ცხოვრების გაკვეთილი ტარიელ ხარხელაურისგან

ცხოვრების გაკვეთილი ტარიელ ხარხელაურისგანპოეტი ტარიელ ხარხელაური თავისი შემოქმედებით ათასობით მკითხველს მთავარ ღირებულებებზე აფიქრებს, თუმცა ლექსი, რომელსაც “არტ ინფო” გთავაზობთ, ცხოვრების ნამდვილი გაკვეთილია:

“- ბალღო, –
მეტყოდა პაპაჩემი, –
მტერს დანაღვლიანებული სახე არ აჩვენო,
არაო,
არ გაგიწყრეს გამჩენი,
გაიცინეო და იმღერე – თუნდაც გტკიოდეს,
სული ჰკიოდეს…
გამწარებით,
სული ჰკიოდეს…
შინ შედიოდე,
მომაკვდავი მამა გელოდეს –
უნდა მღეროდე
და მტერს ცრემლი არ დაანახო,
შენახვა უნდა წინაპართა წმინდა
სამარხებს
და შენი ქვეყნის მზეს სჭირდება არ დაიბინდოს
და კიდევ მინდორს,
გუთანმა რო გაავლო კვალი,
ესაა შენი კაცური ვალი! – მითხრა და …
მიწას მივაბარე სამი დღის მკვდარი.”