10 ნოემბერი, 2020

სიმართლე ილიკო სუხიშვილზე

ანსამბლ “სუხიშვილების” ქორეოგრაფი – სული და გული – ილიკო სუხიშვილი თავისი ნიჭიერებით ბევრისთვის სამაგალითოა.

ნინო სუხიშვილი საკუთარ ძმაზე ყოველთვის სიამაყით საუბრობს:

“ილიკო ძალიან ნიჭიერია – არ შემეშინდება ამ სიტყვის თქმა, თუმცა, ცოტა უხერხულია და ილიკოს არ უყვარს, როცა ვაქებ. მე ვთვლი, რომ ილიკო ყველაზე ნიჭიერია ჩვენს ოჯახში. ძალიან აფეთქებული და მრავალმხრივი ნიჭი აღმოაჩნდა, არამარტო ქორეოგრაფიული, მუსიკალურიც…

ძალიან სწორი ადამიანია. რენტგენივით არის, ზუსტად გრძნობს მეორე ადამიანს. აქედან გამომდინარეობს მისი დამოკიდებულება სხვების მიმართ – ვისთან არის გულახდილი, ვისთან კიდევ კედელს აიფარებს.

თანაც, ხასიათის ადამიანია. დღეს ასეთ ხასიათზეა და ასე იქცევა. ხვალ ისეთ ხასიათზეა და ისე იქცევა. „რამიშვილების“ აღდგენა შეიძლება ხვალ აღარ მოუნდეს და აღარ აღადგინოს. სამაგიეროდ, რაღაც ახალს გააკეთებს. შემოქმედებითი წვა აქვს ქრონიკულად, თან ძალიან დაკვირვებულია. მაგრამ მისი მთავარი თვისება ის არის, რომ საოცრად თავმდაბალია.”