საბედისწერო სამსახური ნიკა კვესელავასთვის

საბედისწერო სამსახური ნიკა კვესელავასთვისახალგაზრდა ქუთაისელი პოეტისთვის ნიკა კვესელავასთვის თბილისში ჩამოსვლა და თონეში მუშაობის დაწყება საბედისწერო აღმოჩნდა.

ის საცხობში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზად ზოგი გულს ასახელებს, ზოგიც – გაზს. თუმცა ამას უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს – სამწუხარო ფაქტი მოხდა: 29 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.

“ძმაკაცებმა შემომიდგით მხრებზე მძიმედ” – ასეთი გზავნილი დაუტოვა ნიკა კვესელავამ თავის მეგობრებს.
მისი შემოქმედება სავსე იყო გულწრფელობით, სიყვარულით, თუმცა იყო ლექსები, სადაც პოეტი გარდაცვალებაზე წერდა:

“დრო რომ მომიცილებს შორეთს
ხორცის დატოვებას მამცნობს
შენ არ გეყოლები თორემ
სიკვდილს მეც გავუძლებ კაცო.”